"The Indian Express"-ის ცნობით, დასარატი მადიამიმ სოფელ მუნსადან ღამის 3 საათზე გაიღვიძა და 500-კილოგრამიანი რეპტილია დაინახა. მამაკაცი პანიკაში ჩავარდა, მან გააღვიძა ცოლი და გარეთ გამოიქცა, თუმცა, სახლში მათი ორი ქალიშვილი დარჩა. პანდიამიმ მათ დაუძახა, რომ სხვენში დამალულიყვნენ.
ხმაურზე მეზობლებმა მოიყარეს თავი. მათ სახურავზე ნახვრეტი ამოტეხეს და ბავშვები იქიდან ამოიყვანეს. შემდეგ კი მათ ნიანგის დაჭერა მოახერხეს.
”ამ ამბის შესახებ დაახლოებით ღამის 4 საათზე გავიგე", - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი, - "სოფლის მცხოვრებლებმა რეპტილია დაიჭირეს. მისი მოკვლა უნდოდათ, მაგრამ მე წინააღმდეგ წავედი და მოვითხოვე, რომ სატყეო უწყებაში დაერეკათ”.
უწყების წარმომადგენლები მაშინვე მივიდნენ, მტაცებელი წაიყვანს და წყალსატევში გაუშვეს.