სემი გიგანტური გერმანული დოგია, რომელიც მთელ დროს ოჯახში ატარებს.
სემს ყველა უყვარს, მაგრამ
გამორჩეულად - მისი "უმცროსი დაიკო". თავიდანვე ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ისინი ყველაფერს ერთად აკეთებენ.
“ფეხმძიმობის დასაწყისში ძალიან განვიცდიდით. არ ვიცოდით, როგორ მოიქცეოდა სემი ბავშვთან. ახლა კი ვფიქრობთ - როგორ ცხოვრობდა აქამდე მის გარეშე!” - წერს ბავშვის მამა სოციალურ ქსელში.
ეს ორი ონავარი ერთად თამაშობს... დამღლელი დღის შემდეგ კი ერთად ჩამოეძინებათ...
სემი თავისი პატარა დაიკოს დიდი დამცველია და ყოველთვის მზად არის ის გააკეთოს, რაც მას სურს.
ახლა, როდესაც სემს უმცროსი და ჰყავს, ალბათ წარმოადგენა არ აქვს, როგორ იქნებოდა მის გარეშე და, რა თქმა უნდა, მისი დაიკოც იმავეს გრძნობს.
იხილეთ ფოტოგალერეა