ბელგიური ნაგაზი - ZooClub
mod_example
არაერთი სპეციალისტი თვლის, რომ სპილოს ზოგიერთი თვისება ძალიან ჰგავს
2017-11-07 00:00:00
ქალაქ როსდეილის (ქვინსლენდი, ავსტრალია) მცხოვრებლები საოცარი ფაქტის მომსწრენი გახდნენ. მათი სანაპირო დაფარა ცოცხალმა
2017-11-07 00:00:00
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს
2017-11-06 20:02:49
კენიაში ფილმების კლასიფიკაციის საბჭოს თავმჯდომარის (რომელიც ფილმებში ცენზურაზე აგებს პასუხს), იესეკილ მუტუას აზრით,
2017-11-06 16:40:24
ულამაზესი კაკადუ თავის პატრონთან ერთად მანქანით სეირნობდა. როგორც ჩანს, ამან მეზობლის ძაღლები გააბრაზა.
2017-11-06 14:27:41
ბელგიური ნაგაზი
ბელგიური ნაგაზი
არსებობს ბელგიური ნაგაზის ოთხი სახეობა, რომლებიც ბელგიაში მე-19 საუკუნეში მოაშენეს. ესენია: მალინუა, ლაკენუა, გრიუნენდალი, ტერვიუნენი. მათ შორის ლაკენუა ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა.

დღესდღეობით ეს ოთხი სახეობა სხვადასხვა ჯიშად ითვლება. ყოველ მათგანს ცალკე "ფან-კლუბი" აქვს, თუმცა, ზოგიერთი კინოლოგიური კლუბი მათ ერთ ჯიშად მოიხსენიებს.

ბელგიური ნაგაზის ოთხივე სახეობას აქვს ერთი საერთო სტანდარტი, მაგრამ განსხვავება მხოლოდ შეფერილობასა და ბეწვის ხარისხშია (გრძელი და მოკლე ბეწვი).

მნიშვნელოვანია, ოთხივე ჯიშს ჰქონდეს მკვრივი და ხშირი ბეწვი, ასევე, ბოლომდე დაფარული ბეწვის ქვეშა ღინღლი, რომელიც ბელგიურ ნაგაზს ცივ ამინდში იცავს.

გრუნენდალი

Zooclub

გრუნენდალი გრძელბეწვიანი ბელგიური ნაგაზის სახეობაა. მას აქვს გრძელი, სწორი, შავი, ბზინვარე ბეწვი, რომელიც ულამაზესი ვიზუალით გამოირჩევა. გრუნენდალს  ამის გამო უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. აშშ-ში გრუნენდალი ცალკე სახეობად არ არის გამოყოფილი და მას მოიხსენიებენ, როგორც ბელგიურ ნაგაზს.

ტერვიუნენი

Zooclub

ტერვიუნენი გარეგნობით ძალიან ჰგავს გრუნენდალს. ისიც გრძელბეწვიანი ბელგიური ნაგაზის სახეობას მიეკუთვნება, თუმცა, ის შავი შეფერილობის არ არის. ტერვიუნენი წითელ-ჟღალ ფერებშია (არ არის ძალიან ღია ფერებში) ან შავი ჩრდილით, ირმის ფერებში.

ლაკენუა

Zooclub

ლაკენუა უხეშბეწვიანი ბელგიური ნაგაზია. მას დაჰკრავს ჟღალი ან ცოტა ღია ფერი, რომელსაც ცხვირთან და კუდზე შავი შეფერილობა აქვს, ასევე შეიძლება მკერდსა და თათებზე თეთრი ნიშანი ჰქონდეს. სახეზე მას აღენიშნება პატარა წარბები, წვერი და ულვაში. ეს ბელგიური ნაგაზის ყველაზე იშვიათი სახეობაა. ითვლება, რომ ლაკენუას აქვს ყველაზე გაწონასწორებული ხასიათი, ამ ოთხ სახეობას შორის.

მალინუა

Zooclub

მალინუა მოკლებეწვიანი ბელგიური ნაგაზია. მისი შეფერილობა მოყვითალო-ყავისფერი ან ჟღალია, ხოლო ბეწვის ბოლოები შავი. ოფიციალურად, ამ ოთხ სახეობას შორის ხასიათის განსხვავება არსად ფიქსირდება. მალინუა მათ შორის ყველაზე ამტან, მშრომელ და სპორტულ ქმნილებად ითვლება.

ბელგიური ნაგაზი გარეგნულად საკმაოდ დიდი და ძლიერი ძაღლია (ეს ეხება ყველა ოთხ სახეობას). მას აქვს საკმაოდ მკვრივი ძვლები. გამოიყურება ძალიან ელეგანტურად. მისი საშუალო სიმაღლეა 56-66 სმ. წონა 27-დან 32 კმ-მდე. ბელგიურ ნაგაზს წაგრძელებული თავი და მაღალი სამკუთხედი ყურები აქვს. მისი მუქი ყავისფერი თვალები ჭკვიანი და საზრიანი გამოხედვით გამოირჩევა, როცა მშვიდად არის კუდი დახრილი აქვს, ხოლო გაღიზიანების შემთხვევაში - წინ და ცოტა ზევით აწეული.

ბელგიური ნიგაზი ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი და დარაჯია, თუმცა, ძალიან მომთმენი და თბილია ოჯახის წევრების მიმართ. ამ ჯიშის ძაღლს ძალიან მოსწონს, როცა ასწავლიან. მას აქვს საუკეთესო მეხსიერება და მაღალი IQ, ამიტომ მისი გაწვრთნა იოლია.

დაიმახსოვრეთ, როგორც ყველა ძაღლის სახეობა, ეს ჯიშიც ვერ ეგუება უდიერ მოპყრობას.
ბეგლიური ნაგაზი საკმაოდ მოძრავი და აქტიური ქმნილებაა. მას ძალიან მოსწონს სეირნობა და მზად არის პატრონს ყველგან თან გაჰყვეს.

მიუხედავად მისი უსაზღვრო ენერგიისა, ბელგიური ნაგაზი სამკაოდ დინჯი და გაწონასწორებულია, როცა ამას სიტუაცია ითხოვს. ამასთანავე, ამ ჯიშს აქვს საუკეთესო რეაქცია და ძალიან სწრაფად ახდენს რეაგირებას გარკვეულ სიტუაციებში. სწორედ ამიტომ ბელგიური ნაგაზი პოლიციელთა რიგებში, საბაჟო სამსახურში, სამაშველო ოპერაციებში საკმაოდ
წარმატებით მსახურობს.

ბელგიური ნაგაზისთვის აუცილებელია ყოველდღიურად ფიზიკური დატვირთვა. მისი აქტიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ბრძანებების სწავლა და სირბილი. მიეცით მას სხვადასხვა დავალება, რომლებსაც ის დიდი სიხარულით შეასრულებს, ამასთანავე ნუ დაგავიწყდებათ მისი ხშირად შექება.

ასევე იხილეთ:

ბრძანება "ჩემთან!"

ძაღლის მოშინაურება და წვრთნაძაღლის მოშინაურება და წვრთნა

გერმანული დოგი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
ბოლო სიახლეები
intro
08.06.2018
კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები.კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები.
კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები.კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები. კონკურსის წესები და პირობები.
07.11.2017
ამ უსაყვარლეს ლეკვს ოუქლის ეძახიან და ერთი თვის წინ იგი ძალიან
07.11.2017
არაერთი სპეციალისტი თვლის, რომ სპილოს ზოგიერთი თვისება ძალიან ჰგავს
07.11.2017
ქალაქ როსდეილის (ქვინსლენდი, ავსტრალია) მცხოვრებლები საოცარი ფაქტის მომსწრენი გახდნენ. მათი სანაპირო დაფარა ცოცხალმა
07.11.2017
ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიშების ჩამონათვალის გაკეთება გამოცდილ
07.11.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს
06.11.2017
კენიაში ფილმების კლასიფიკაციის საბჭოს თავმჯდომარის (რომელიც ფილმებში ცენზურაზე აგებს პასუხს), იესეკილ მუტუას აზრით,
06.11.2017
ულამაზესი კაკადუ თავის პატრონთან ერთად მანქანით სეირნობდა. როგორც ჩანს, ამან მეზობლის ძაღლები გააბრაზა.
06.11.2017
ორისის შტატში (ინდოეთის აღმოსავლეთით) ოთხმეტრიანი ნიანგი საცხოვრებელ სახლში შეიპარა და მცხოვრებლები ძალიან შეაშინა.
06.11.2017
ამერიკელმა "YouTube"-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც პირიდან ცოცხალი
05.11.2017
ცოლ-ქმარი პამელა გეილი და ანილ მალჰოტები ნაკრძალ SAI-ის მფლობელები არიან. "Bored Panda"-ს ინფორმაციით,
05.11.2017
ეს არის შინაური ცხოველების ყველაზე სახალისო ფოტოების უსაყვარლესი კრებული.
04.11.2017
აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის გადაწყვეტილებას კვლევების გარეშე ვერავინ მიიღებს,
04.11.2017
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?