ეს პატარა არსება მხოლოდ მაშინ უნდა აირჩიოთ, თუ მზად ხართ, პატრონის მიმართ მისი უდიდესი სიყვარული დააფასოთ. უცნობია,
როგორ ან სად წარმოიშვა ეს ჯიში. იგი ჯერ კიდევ უძველეს ჩინეთში ცხოვრობდა. ამ უჩვეულო ძაღლის ორი სახესხვაობა არსებობს: ერთია ე. წ. უბალნო, რომელსაც მხოლოდ თავზე, თათებსა და კუდზე აქვს ბეწვი; მეორე – ბალნიანი, რომელსაც გრძელი, რბილი ბეწვი აქვს. უცნაურია, მაგრამ ორივე ჯიში ხშირად ერთსა და იმავე ნაყარში იბადება. ამ ძაღლებს არ ესაჭიროებათ განსაკუთრებული კვება, არასოდეს მისცეთ ძვალი, რადგან აკლიათ ზოგიერთი კბილი და შეიძლება დაიხრჩონ. მოარიდეთ ზედმეტ საკვებსაც, რადგან შესაძლოა ბევრი ჭამით გასუქდნენ.
მისი გრძელი, მშვენიერი, ორმაგი ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა სავარცხლით ან ჯაგრისით ძალზედ მნიშვნელოვანია. დამატებითი ზრუნვა ესაჭიროებათ განგურის დროს. თუ სათანადოდ არ მოუვლით, თივთიკი მოეთელებათ.
ბეწვი
ორივე სახეობისთვის დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა: ერთფერი, ლაქებიანი ან დაწინწკლული.
კუდი
წვრილი, წაწვეტებული და აპრეხილი.
სახე
პატარა, სოლისებური ფორმის, ცოცხალი გამომეტყველებით.
თათები
კურდღლის მსგავსი, წაგრძელებული თითებით.
თვალები
ნუშისებრი ფორმის. მუქ ძაღლებს მუქი ფერის აქვთ, ღია ფერის ძაღლებს – ღია.
ცხვირი
მუქი ფერის ძაღლებს მუქი ცხვირი აქვთ, ღია ფერისას შეიძლება ღია ფერის ჰქონდეს.
ტანი
გამხდარი, ოდნავ მოხრილი კისრითა და დაკუნთული გულმკერდით.
ფეხები
წინა და უკანა ფეხები სწორი, გრძელი და გამხდარი აქვს.
უბალნო ხშირად აბანავეთ და კანი დაუზილეთ ცოტაოდენი ზეთით ან კრემით, რომ შეუნარჩუნდეს ელასტიკურობა. ამ ძაღლებს მოსწონთ სწრაფი სიარული და რეგულარული თამაში. ჩინური ქოჩორა ძაღლები ძალზედ ეჩვევიან თავიანთ პატრონებს და მათთან ყოფნა მუდმივად უნდათ.
ხვადი
23-33 სმ.
5 კგ.
ძუ
23-33 სმ.
5 კგ.
მონაცემები:
წარმოშობა - ჩინეთი;
მთავ. დანიშნულება - კალთის ძაღლი;
ტემპერამენტი - ენერგტ. თავდადებული;
სიც. ხანგრძლივობა - 13-15 წელი;
მოვლა - ყოველდღიური, ვარცხნა;
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი;
მოდარაჯე - სუსტი.
ყურადღება!
უბალნო ვერ იტანს შალის ქსოვილის შეხებას და მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ.
ეს სახეობა შეუფერებელია ცივი კლიმატისათვის.