სასწრაფოდ ეძებენ სოლოლაკში ნაპოვნი ახალშობილი ხბოს პატრონს!
17 თებერვალს დაახლოებით 17:00 საათზე სოლოლაკის ტერიტორიაზე – კერძოდ ამაღლების ქუჩაზე მოქალაქეებმა შენიშნეს 3–4 კვირის ხბო (ფური), ნაცრისფერი, შუბლზე თეთრი ნიშნით, რის შესახებაც მოქალაქე ვახტანგ მჭედლიძემ შეატყობინა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს. შედეგად სააგენტოს რეაგირების ეკიპაჟის მიერ ხბო გადაყვანილ იქნა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში. ამჟამად ცხოველი განთავსებულია თბილ ვოლიერში და იმყოფება ვეტექიმების ზედამხედველობისა და მზრუნველობის ქვეშ.
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ხბოს პატრონის შესახებ გთხოვთ დაუიკავშირდეთ :577958555
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ხბოს პატრონის შესახებ გთხოვთ დაუიკავშირდეთ :577958555
გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ!!!